logo
ENG



დროას ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

03 თებ 202210:23
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტიის წევრები რადას დეპუტატებს შეხვდებიან, მხარდაჭერას გამოუცხადებენ და უკრაინულ და ქართულ დროშებს, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებია, უკრაინელ კოლეგებს გადასცემენ. 

დროას ლიდერების თქმით, დეპუტატებთან გაიმართება შეხვედრები როგორც ღია, ასევე დახურულ ფორმატში.

"გვექნება დროშის გადაცემის ცერემონია, 3-4 წევრს ვხვდებით რადის, ასევე იქნება არასამთავრობო სექტორთან და ჟურნალისტებთან შეხვედრები. გვაქვს კომუნიკაცია ქართველებთან და თუ ლოჯისტიკურად მოხერხდა, ასევე წავალთ იმ ხაზზე, სადაც არიან ქართველები", - თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა